დამახინჯება (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამახინჯება (გაუკუღმართება) - (distortion)

1. ფაქტების, აღქმის, აზრების ან ზრახვათა იმგვარად შეცვლა, რომ ისინი არ შეესაბამება საყოველთაოდ მიღებულ ახსნას, ან ზოგადად მიღებულ აღქმას. დამახინჯება შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი პროცესი, ან ორივეს შერწყმას წარმოადგენდეს.

ფსიქოანალიზური თეორიის თანახმად, ჩანაცვლების (გადატანის) ნევროზი წარმოადგენს არაცნობიერი დამახინჯების ტიპს, განვითარებულს ფსიქოთერაპიული ურთიერთობების კონტექსტში. ჩვეულებრივ, დამახინჯება არ გულისხმობს ფსიქოზურ, პათოლოგიურ ინტერპრეტაციას ან ბოდვით აღქმას.

2. მეტყველების დამახინჯება, გამოვლენილი სიტყვების, ფრაზების, გრამატიკული კონსტრუქციების ცვლილებებით, რაც ჩვეულია აფაზიის მქონე პაციენტებისა და მეტყველების განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებში. დამახინჯება ართულებს ან შეუძლებელს ხდის სიტყვიერი პროდუქციის შინაარსის გაგებას.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები