დამალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამალა, (ტამალა, ტამალია) – სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის განშტოების ჭობარეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, თემის ცენტრი, ზღვის დონიდან 1300-1440 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან აღმოსავლეთით 3 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 1984, უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ძველი ქართული სახელწოდებაა ტამალა, ტამალია. სოფლის სახელწოდება „დამალა” ქართულის დამახინჯებული ფორმაა, რომელიც წარმოიშვა 1828-1829 წლების შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა. მის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული „კოხტას ციხე” და ადრე შუა საუკუნეების დროინდელი ეკლესია. ემჩნევა მხატვრობის კვალი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები