დავითაია მირზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მირზა დავითაია – დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს თბილისში.
განათლება – ნიურნბერგის სახვითი ხელოვნების აკადემიის თავისუფალი ფერწერის ფაკულტეტი (1994-2000).
სამუშაო გამოცდილება
- კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტი (2004-2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2009): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი.
- სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში (2009-2012).
სახელმწიფო ჯილდო
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი (2007).