დავაკრანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავაკრანი – მთა საქართველოში, ჯავახეთის ქედზე, ახალქალაქისა და წალკის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 2820 მ სიმაღლეზე. შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
აგებულია ვულკანური ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით. დავაკრანს აქვს დამრეცი კალთები და გუმბათისებრი ფორმა.