დადგმითი ფილმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დადგმითი ფილმი – ფილმი, რომელიც მაყურებელს იზიდავს დადგმის მასშტაბებით, ეფექტური მასობრივი სცენებით, მდიდრული კოსტიუმებითა და დეკორაციებით, პოპულარული „კინოვარსკვლავებით“, ე.ი. წარმატების მომტანი გარეგნული ატრიბუტებით. „დადგმით“ ფილმებს უფრო. ხშირად იღებენ ისტორიულ და მითოლოგიურ სიუჟეტებზე; ზოგჯერ ესაა მდიდრული საცეკვაო-მუსიკალური რევიუ. დადგმითი ფილმი გავრცელებულია აშშ და იტალიის კინემატოგრაფიაში.