დაბაძველის პლატო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაბაძველის პლატო – ლავური პლატო ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, მტკვრის დონიდან 800-1000 მ სიმაღლეზე. აქ მდებარეობს ვულკანური წარმოშობის ტბებია. მათ შორის უდიდესია კახისის და წეროს ტბები. პლატო მერიდიანულად გადაჭიმულია 11 კმ, განედურად 8 კმ მანძილზე.