დაბალი წნევის პოლიეთილენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაბალი წნევის პოლიეთილენი – (მაღალი სიმკვრივის) დაბალი წნევით მიღებული პლასტმასია. არსებობს მისი მიღების სამი მეთოდი: სუსპენზიური რეაქცია, რეაქცია ხსნარში და პოლიმერიზაცია აირად ფაზაში. სუსპენზიური პოლიეთილენი მზადდება დანამატის გარეშე და კომპოზიტის სახით საღებრებისა [ფერადი (იისფერი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ყავისფერი და შავი) ორგანული ნაერთი, რომელსაც უნარი აქვს გაჟღენთოს შესაღები მასალა დიფუზიის პროცესის გამოყენებით და მისცეს მის მთელ მოცულობას განსაზღვრული ფერი] და სტაბილიზატორების საფუძველზე. აირულფაზიანი – კომპოზიტის სახით მასტაბილიზებელი დანამატით.

დაბალი წნევის პოლიეთილენი არის ელასტიკური მსუბუქი მასალა კრისტალიზაციის უნარით. ხასიათდება მაღალი დარტყმითი სიმტკიცით, თბომედეგობით (110°С-მდე), დიელექტრიკული თვისებებით. ადვილი დასამუშავებელია. დასაშვებია მისი გაცივება –80°С-მდე. იგი უფრო ხისტი და მკვრივი მასალაა, ვიდრე მაღალი წნევის პოლიეთილენი (სიმკვრივე – 940-950 კგ/მ3). გამოიყენება ტექნიკური ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების დასამზადებლად.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები