გუჩუა ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ გუჩუა – დაიბადა 1948 წლის 19 აპრილს წალენჯიხაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება
- წალენჯიხის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს, წვენების ქარხნის, ჩაის ფაბრიკის მუშა (1966-1974)
- წალენჯიხის რაიონული გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი, სოფელ ლიის კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივანი (1980-1989)
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი 1990-1991: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, წალენჯიხის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).