გუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუტი − (ინგლ. Gutta < შუაინგლ. goute, gutta < ლათ. gutta წვეთი) – კლასიკურ არქიტექტურაში, დორიული ორდერის ანტაბლემენტის ქვედა ზედაპირსა და თაროებზე უმეტესად კონუსური ფორმის დეკორატიული სამკაულები – წვეთის მსგავსი ორნამენტები; სამ რიგად განლაგებული 6-6 გუტი მოთავსებულია ფრიზის ზემოთ, მართკუთხა შვერილების (მუტულების) ქვედა მხარეზე და ჩვეულებრივ 6-6 შვერილის სახით კლასიკური დორიული არქიტექტურული ორდერის ანტაბლემენტის ქვედა ნაწილში, არქიტრავის ზედა ნაწილზე, ტრიგლიფის ქვემოთ, რეგულას ქვედა მხარეზე.