გურჯაანის იოანე მახარებლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურჯაანის იოანე მახარებლის ეკლესია – (გვიანდ. შუა საუკუნეები), არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფ. გურჯაანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია).

ეკლესია დარბაზულია (5,3 მ X 3,6 მ). ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით, აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი – სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია ვიწრო ოთხკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოთით არის ერთი განიერი ოთხკუთხა ნიში, ხოლო სამხრეთით – ორი. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. დასავლეთ კედელში, შესასვლელის თავზე, ოთხკუთხა სარკმელია (გარედან ქვედა ნახევარი აღდგენილია) გაჭრილი.

2008 წ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (არქიტ.-რესტავრატორი ნ. მინდორაშვილი). აღდგა შესასვლელის წირთხლები და გადახურვა, გარეთა კედლების დანგრეული ნაწილები, მოეწყო აგურის ხერხულა, ოთხსაფეხურიანი ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ბ. კუპრეიშვილი

ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები