გურილიოვი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გურილიოვი ალექსანდრე ლევის ძე - რუს. Александр Львович Гурилёв, (22. VIII. 1803, მოსკოვი, – 30. VII. 1858 იქვე), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, მევიოლინე. ჯ. ფილდის მოწაფე (ფორტეპიანო).
1831 მამამისთან ერთად განთავისუფლდა ყმობისაგან. სახელი მოიპოვა როგორც რომანსების ავტორმა, პიანისტმა და პედაგოგმა. მთავარი ადგილი მის შემოქმედებაში ვოკალურ ლირიკას უკავია. მისი მრავალი სიმღერა გახალხურდა. მათ ახასიათებთ გულითადობა, ლირიკული სითბო, ელეგიური ელფერი. მისი საუკეთესო რომანსებია: „Maтyшка-голубушка, „Разлука“, „Вьется ласточка“, „Колокольчик“, გურილიოვი ავტორია საფორტეპიანო ვარიაციებისა ხალხურ, საოპერო და სხვ. თემებზე. აგროვებდა ხალხურ სიმღერებს. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ფსიქიურად იყო დაავადებული.