გურეშიძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ გურეშიძე

გურეშიძე ნოდარ – (1927 – 2004), ქართველის მთარგმნელი და პოეტი. დაიბადა სოფელ მარანში (აბაშა). 1950 წ დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: „ჩემი გაზაფხული” (1955), „შინ და გარეთ” (1959), „მიწა და ვარსკვლავები” (1962), „ლექსები” (1965, 1967, 1974, 1984), „გუშინ, დღეს, ხვალ” (1974), „გზა” (1985), „სამადლობელი” (1986), „კი და არა” (1989) და სხვა. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც.


რევაზ ასაევი, „ხვამლის მთა”
თარგმნა ნოდარ გურეშიძემ

ვხედავ ცამდე ამაღლებულს,
ჯიღად ყინვის ვარაყი აქვს,
გაფრენილს და გალაღებულს
სიამაყე არ აკლია.
იმერეთის ლამაზ მკერდზე
ჩანს ლაღი და ბუმბერაზი,
ქარი მის შუბლს სტვენით ეძებს,
ოქროს სხივი მკერდზე აზის.
მაგრამ არც ქარს უშინდება,
არც თოვლწვიმას უკრთის ხვამლი,
უდრტვინველად, უშფოთველად
ცხელ მკერდიდან ასდის კვამლი.
ზამთარშიაც, ზაფხულშიაც
კვამლი ზოლად გარს ავლია,
რა ცეცხლია აქვს მას გულში, ან
რა ნისლია, რა კვამლია?!
ძველთაძველი თქმული არის
და ირწმუნა ასე ხალხმა,
ამირანმა ნაკვერჩხალი
ხვამლის გულში შეინახა.
თავდადებულს ხალხისათვის
უკვდავება აქვს თავდებად,
ცაში მისი ცეცხლი ადის
და სიცოცხლე არ თავდება.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები