გურგენიძე ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჟა გურგენიძე – დაიბადა 1940 წლის 2 დეკემბერს თბილისში. — პედაგოგი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1963); ასპირანტურა (1966).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე (1966-1983);
- საქართველოს კპ-ს ცენტრალური კომიტეტის ლექტორი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, იდეოლოგიის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე, საერთო განყოფილების გამგე, ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1983-1990)
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი (1978-1979)
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, ახალციხის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი;
- შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (1992-94).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015