გუნათლეს ვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნათლეს ვანი – პირველი დედათა მონასტერი საქართველოში, მოხსენიებულია გრიგოლ ხანცთელის „ცხოვრებაში“.

გუნათლეს ვანი

გრიგოლმა პირველი დედათა მონასტერი დააარსა კლარჯელი დიდებულის, გაბრიელ დაფანჩულის რჩევითა და მატერიალური შემწეობით: „წმიდაო მამაო, სავანე კეთილი ადგილი დედათათკს სამჳდრებლად გამონახეთ, რაჲთა ესე მცნებაჲ იყოს ჩუენ შორის ნათესავისა ჩემისა: უკეთუ მოწესე მამაკაცი იყოს, სამკკდრებელად მის ხანძთავ იყოს, და უკუეთუ ერისა ჩემისა მოწესჱ დედაკაცი იყოს, დაემკდროს, რომელიცა მუნ შენ გამოიჩინო ქუეყანასა ამას, ადგილი შენ მიერ კურთხეული და ვითარცა მიცვალებულთა მამათათჳს ხანძთა განმიწესებია, აგრეთვე იყოს სამარხავი მიცვალებულთა დედათაჲ აწ შენებულსა მას. ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ძიება ყო გულსმოდგინედ და პოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობლად, ჯუარი დასწერა და მუნ აღაშენეს მონასტერი დედათაჲ, რომელსა აწ ჰრქჳან გუნათლეს ვანი“.


ლიტერატურა

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები