გუნავა ბეჟან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეჟან გუნავა – დაიბადა 1965 წლის 11 აპრილს ზუგდიდში.
განათლება – ბელორუსიის ხე-ტყის მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1991).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში (1991).
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის, ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი კომისიის წევრი.
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის წევრი.