გულორდავა გოგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოგა გულორდავა დაიბადა 1978 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება – დაამტავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს კონტროლის პალატა, მთავარი კონტროლიორი (2000-2007)
- შპს „მედია ალიანსი“, იურისტი (2004-2011)
- სპს „თბილისის იურიდიული ცენტრი“, იურისტი (2008-2011)
- შპს „საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრი, დირექტორი (2009-2012)
- შპს „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“, დირექტორი (2011-2013)
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი (2013-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი, №67 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.