გუირო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუირო

გუირო – (ესპ. güiro), კუბური, სამუსიკო საკრავი, წარმოადგენს გამომშრალ მოგრძო გოგრას, ცალ გვერდზე ამოჭრილი განივი ღარებით. მათზე ჯოხის გარდიგარდმო გასმით მიიღება მკვეთრი ჟღერადობის ბგერა.

გუირო იხმარება საცეკვაო ორკესტრებში, საწესჩვეულებო ცერემონიებში. პროფესიონალურ მუსიკაში გუირო გვხვდება სტრავინსკის „საღვთო გაზაფხულში“ და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებში.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები