გუიმირთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუიმირთა (ოს. Гуымиртæ) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიისა და დარეძანული თქმულებების პერსონაჟები, მსახურები ან ტყვეები, რომლებიც ადამიანებს რთულ სიტუაციებში შველიან. როცა სათანამ თავისი ოქროს ტაბლით სასტუმრო ოთახში სავაის ცივი კერძი მიართვა და ამით გაბრაზებულმა სტუმარმა ტაბლას ფეხი კრა და ქუჩაში მოისროლა, დიასახლისს ძალზე არ ესიამოვნა და ტყვე გუიმირს გასძახა: „მოდი და გალახე სტუმარი. როგორ გაბედა ეს? დღემდე ასე არავინ მოქცეულა ჩვენთან“. გუიმირი და სავაი შეიბნენ; სტუმარმა მას ხელი ჩაავლო და კედელს ისე შეანარცხა, რომ გუიმირი მცირე ნაწილებად დაიშალა (თქმულება „სავაი“).

ოსური ანთროპოგონიური მითების თანახმად, ღმერთმა გუიმირები შედარებით გვიან შექმნა. მისი ნებით დედამიწაზე პირველნი უადმირები გაჩნდნენ. ძლიერი უადმირები (Уадмиртæ) ისეთი გოლიათური ზომისანი იყვნენ, რომ ხეობებში არ ეტეოდნენ, მიწას ძალზე ემძიმებოდა ისინი. სამასი წლის შემდეგ ღმერთმა შექმნა ქამბადები (Камбадтæ), ძალ-ღონითა და გონიერებით უადმირების მსგავსნი, სიმაღლით კი პატარანი, ახლანდელი 10 წლის ბავშვის ტოლანი. პატარებს აქ ცხოვრება გაუჭირდათ. გავიდა სამასი წელიწადი და უზენაესმა გამირები (Гамиртæ) შექმნა, მაგრამ ისინიც ძალზე დიდები და ძლიერები გამოუვიდა; სამასი წელი მიილია და მხოლოდ მაშინ გამოჩნდნენ გუიმირები, რომელთაც ღმერთმა კვლავ სამასი წლის შემდეგ ნართი ხალხი მოაყოლა.

ტერმინი Гуымиры ოსურ ენაში ქართულიდან არის ნასესხები (ქართული „გმირი“ – ჰეროს). სპეციალისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ, თავის მხრივ, ქართული გმირი „კიმერ“ (კიმერიელის აღმნიშვნელ) სიტყვას უკავშირდება.


ლიტერატურა

  • Нарты. Осетинский героический эпос. Кн. 2. М., 1989;
  • Макеев Д. Теологические аспекты нартского эпоса // Дарьял. № 1. Владикавказ, 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები