გუდურბაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუდურბაჲ / ჰჲუსემეჲ / ჰოსსაჲ (ყუმ. Гудурбай / Гьюсемей / Гьоссай) – ყუმიკური რიტუალი; სრულდებოდა აუცილებლად ყმაწვილთა მიერ შემოდგომაზე, მოსავლის აღების დროს, მხოლოდ საღამო ჟამს; ბიჭები სოფელში აწყობდნენ საწესო მსვლელობას, ყოველ ოჯახის ჭიშკართან შეჩერდებოდნენ და მღეროდნენ:
- „გუდურ-გუდურ-გუდურბაჲ!
- ჰოსსაჲ! (მისამღერი)
- ვინ ნახა გუდურბაჲ?
- ვინ მიესალმა მას?
- გადადე შენი მისალმება,
- უმჯობესია, ტომარა ფეტვით აავსო“.
ამ სიმღერის ყველა ვარიანტში, რომელშიც ზოგჯერ ჰჲუსემეჲ და ჰოსსაჲა ნახსენები, ისმის ვედრება ხვავიან მოსავალზე, კეთლდღეობაზე, ბედნიერ ცხოვრებაზე.
მკვლევართა აზრით, შორეულ წარსულში გუდურბაჲ / ჰჲუსემეჲ / ჰოსსაჲ ყუმიკთა მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება უნდა ყოფილიყო.
ლიტერატურა
Гайдарбекова П. А. Языческие божества и поверия кумыков // Известия Российского государственного педагогического университета им. А. И. Герцена. Вып. № 55/т. 24/2008.