გუდირთი ქომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდირთი ქომ-ი (ოს. Гуыдырты ком – „ციხეთა ხეობა“) – საშინელი ურჩხული; ცხოვრობს ალაგირის ხეობაში თეთრი მთის ფერდობზე, სოფ. ხოდის თავზე. ურჩხულის ზედა ყბა ზეცას სწვდება, ქვედა კი – მიწას; შეუძლია მიიზიდოს და ვეება ხახაში მოიქციოს ყოველივე, რასაც მოისურვებს; ვაცილას მიერ ავსულთა გასაჟლეტად ნასროლ მეხს პირით იჭერს და ყლაპავს (ოსები ირწმუნებიან, რომ ხოდელებმა ნახეს გუდირთი ქომმა თავისი სუნთქვით როგორ მიიზიდა და ჩაყლაპა არაჩვეულებრივი სიდიდის გველი, რომელსაც სურდა ადამიანებისა და ცხოველების შეჭმა). თუ გუდირთი ქომმა შეამჩნია, რომ ხოდელები უგულოდ ასრულებენ მისი სახელობის მსხვერპლშეწირვას, მათ ნათესებზე ქათმის კვერცხისოდენა სეტყვას მიუშვებს. ხოდელები ყოველწოიურად, ზაფხულის დასაწყისში და პურეულის დაბინავების ჟამს აწყობენ საერთო-სასოფლო ლოცვა-ნადიმს (ქუვდს), გუდირთი ქომს ხარს, ბატკანს და სამკუთხა და ოთხკუთხა ფორმის პურებს სწირავენ და სეტყვისაგან ყანების დაცვას შესთხოვენ.


ლიტერატურა

Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები