გუგულის კაბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუგულის კაბა – (Dastylorhiza amblyoloba [Nevski] Soo); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). ეს მცენარე მორფოლოგიურად ძალიან ჰგავს Dactylorhiza urvilleana-ს, თუმცა გენეტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ Dactylorhiza amblyiloba და Dactylorhiza urvilleana სხვადასხვა სახეობაა. Dactylorhiza amblyiloba-ს ყვავილი ღია იასამნისფერია, ხოლო Dactylorhiza amblyiloba-ისა – იისფერი ან წითელი. ჰაბიტატიც განსხვავებულია. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX. ეს მცენარე გავრცლებულია მთის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, შედარებით ტენიან ადგილებში. მისი ნახვა კახეთში შესაძლებელია სოფელ თეთრწყლებსა და გომბორის უღელტეხილს შორის. საქართველოში ის, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.