გუგეშაშვილი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო გუგეშაშვილი

გუგეშაშვილი ნინო – (1961), მუსიკოსი, მწერალი, პოეტი დაიბადა ბაქოში. დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე – აუდიოვიდეო მონტაჟის სტუდია. პირველად მისი მოთხრობა („ხოლო“) დაიბეჭდა „პენმარათონის“ პირველ კრებულში 2001 წელს. მისი ლექსები და მოთხრობები გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებსა და სხვადასხვა კრებულებში. არის რამდენიმე ლიტერატურული და მუსიკალური პრემიის ლაურეატი, 3 პროზაული კრებულის, რამდენიმე სპექტაკლის მუსიკის და ასობით სიმღერის (ტექსტის და მუსიკის) ავტორი.


მილიონერი
მე რა ვიცოდი, რომ შრიალა ჩვენი ბაღები
ისხამდნენ მარჯნის ალიბუხარს
და ოქროს ვაშლებს,
მე რა ვიცოდი, რომ ნიავში ნაქანავები
ლურჯი ლაინის ხშირი ყანები
მარგალიტიან ტაროებით, შვების რტოებით
გვამარაგებდნენ უფასოდ ბავშვებს.
მე რა ვიცოდი, რომ მიწის ქვეშ ჩვენი ჭურები
პირსავსე იყო ლალისა და ძოწის ლიცლიცით,
ცვიოდნენ მუქთად ემერალდის ხეჭეჭურები,
ენარცხებოდნენ მალაქიტზე კვარცის სიცილებს,
სავსე მოჰქონდათ ჭემაროებს განძით ცურები,
დუღდნენ ქარვიან კრატერებით ხაჭაპურები,
მე რა ვიცოდი - იდაყვებ და მუხლდაკემსილი,
ჟანგისფერ ტყავის ქალამნებში თომჩატნეული,
ბაბუაჩემი, ხელისგულებ-გადახეხილი
და მზიან შუბლზე თექიან-ქუდ-გადაწეული,
რომ მოუძღოდა
განძეულით დატვირთულ ურმებს –
მილიონერი ყოფილა თურმე...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები