გრიგორასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგორასი –(Gregoras) ნიკიფორე (1290/91 – 1360), ბიზანტიელი ისტორიკოსი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე. მისი ძირითადი თხზულება „რომაული ისტორია“ მოიცავს 1204-1359 წწ. ამბებს. საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობები ტრაპიზონის მეფეების: ალექსი I-ის (1204-1222), იოანე II-ისა (1280- 1298) და ბასილ I (1333-1340) კომნენოსების მეფობის, მათ დროს ტრაპიზონში სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა არსებობისა და ბიზანტიასთან ურთიერთობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გრიგორასი ტრაპიზონის მეფეებს „კოლხების ქვეყნის მფლობელად“, „კოლხთა და ლაზთა ქვეყნის მფლობელად“ ან უბრალოდ „ლაზად“ მოიხსენიებს. ეს ფაქტი კი ტრაპიზონის სამეფოს ეთნიკური და ეთნოპოლიტიკური ვითარების გარკვევისთვის დიდად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია აგრეთვე გრიგორასის ცნობები ტრაპიზონის მეფეთა დინასტიური ქორწინებების, აბაზგებისა და საქართველოში თათარ-ხვარაზმელთა შემოსევის შესახებ.

ნ. ლომოური


წყაროები

გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები