გრიგოლ დოდორქელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი) – (XVII ს. XVIII ს. დასაწყისი), მწიგნობარი, ჰაგიოგრაფი.

მოღვაწეობდა დავითგარეჯას, დოდორქის სავანეში. დომენტი კათალიკოსთან ერთად ხელმძღვანელობდა ქართველი წმიდანების ცხოვრება-მარტვილობათა შეკრებისა და თავისებური „მრავალთავის“ შედგენის საქმეს. 1703-13 წწ. შექმნა ჰაგიოგრაფიული თხზულება „წამებაჲ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასა“. გრიგოლსვე აკუთვნებენ ქეთევანის წამების მოკლე, სვინაქსარული რედაქციას. ამავე ისტორიულ ფაქტს მიეძღვნა მისი ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები „აკოლოთია“.



ტექსტი

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, 1968, გვ. 284-294, 429-432 [[1]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები