გრიგოლ აბაშიძე (1866 -1903)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაშიძე გრიგოლ — (1866 -1903), ქართველი პოეტი. გრიგოლ დავითის ძე აბაშიძე სამწერლო ასპარეზზე XIX ს 80-იან წლებში გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, სალიტერატურო საღამოებში. მისი პოეზია ქართველ „სამოციანელთა“ ლიტერატურულ ტრადიციებს მიჰყვება. მისი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა („სიმღერა სასოწარკვეთილისა“, 1900). წერდა პოემებს („ცრემლთა წყარო“, 1901; „დედა“, 1900), თარგმნიდა (მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“; ფრანსუა კოპეს „ბუდას მერცხალი“; მეთიუ არნოლდის „მნათობი აზიისა“). მის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში („ოხ, მარგალიტავ!“; რომანსი – „ოდესაც გიცქერ“).


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები