გრეიდერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრეიდერი

გრეიდერი − (ინგლ. Grader < grade ნიველირება, მოსწორება), მისაბმელი ან თვითმავალი მიწისმთხრელი სატრანსპორტო მანქანა, რომელიც გამოიყენება საგზაო მშენებლობაზე მიწის ვაკისის აღმართვადაპროფილების, საგზაო-სამშენებლო მასალების მოსწორება-გადაადგილებისათვის, მცირე თხრილებისა და ნაყარების მოსაწყობად, გრუნტოვანი გზების მშენებლობაზე, შენახვასა და რემონტზე. მათ იყენებენ აგრეთვე გზების გასაწმენდად თოვლისაგან. გრეიდერის სამუშაო ორგანოს წარმოადგენს ფარი, რომელიც იმართება ხელით ან ჰიდროცილინდრებით იმის მიხედვით, თუ რომელ ტრაქტორზეა დამაგრებული. ფარის სიგრძეა 2,5-4,5 მ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები