გრეგარინოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრეგარინოზი - ფუტკრის დაავადება, თავს იჩენს ზაფხულობით, წვიმიან ამინდებში სუბტროპიკულ რაიონებში. აღმძვრელი უმარტივესი ორგანიზმია, რომლის სპორები წყალთან ერთად ფუტკრის ნაწლავში ხვდება.
დაავადების ნიშნები - შეიმჩნევა ოჯახების დასუსტება, ბევრია დახოცილი ფუტკარი სარწყულებლის ახლოს. დაღუპული ფუტკრის სხეული სწრაფად იშლება. დიაგნოზს ადგენენ ლაბორატორიული ფუძველზე.
ბრძოლის ღონისძიებები - დაავადებულ ოჯახებს ვეტერინარი ექიმის დანიშნულებით აძლევენ შაქრის სიროფს ფუმაგილინთან ერთად.