გრაფიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაფიკი

გრაფიკი – (graph), ობიექტებს შორის ფუნქციური დამოკიდებულების ასახვა, რიცხვითი სიდიდეებისა და მათი თანაფარდობების უწყვეტი გრაფიკული გამოსახულება. დიაგრამის მსგავსად რიცხვიდან ხაზში გადასვლა მასშტაბის საშუალებით ხდება. გრაფიკით გამოსახავენ უწყვეტი მოვლენის ცვალებადობას (ჰიფსომეტრიას, ბათიმეტრიას, ჰაერის ტემპერატურას, შობადობას, მოსავლიანობას, ატმოსფეროს დაბინძურებას და სხვ.). პირველი სტატისტიკური გრაფიკი შეადგინა ინგლისელმა ეკონომისტმა უ. პლეიფერმა 1786 წელს გამოცემული ნაშრომისათვის „კომერციული და პოლიტიკური ატლასი“, რის შემდეგ საზოგადოებრივ მეცნიერებებში დამკვიდრდა გრაფიკის გამოყენება.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები