გრანულატორ-სამსხვრევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრანულატორ-სამსხვრევი – მექანიზმი, რომელიც გამოიყენება კერამზიტის ხრეშის (თბოსაიზოლაციო მასალა) წარმოებაში ტენიანი თიხის მეორეული დაქუცმაცებისა და მისგან გრანულების (მარცვლების) ფორმირებისათვის. ქვებისგან განთავისუფლებული თიხა მიეწოდება გრანულატორის ხვრეტებიან ლილვაკებს, იმსხვრევა, ისრისება, გადის ხვრეტებში და კოშტი, გრანულების სახით, გადმოცვივდება ლილვაკის სათავის საცმიდან.