გრანულატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრანულატორი – მოწყობილობა წვრილმარცვლოვანი, დაქუცმაცებული მასალის გრანულირებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს აგლომერაციული მანქანის წარმადობის ზრდას. მოწყობილობის და მუშაობის პრინციპის მიხედვით არსებობს შემდეგი სახის: დოლური, თეფშისებრი, კონუსური, ლენტური, მრავალკონუსური და სხვ. ზოგჯერ, გრანულატორი გამოყენება ხის ნარჩენებიდან საწვავი გრანულების, ცხოველებისათვის განკუთვნილი მცენარეული საკვები გრანულების და სხვ. დასამზადებლად.