გორის ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გორის ხიდი - არქიტექტურული ძეგლი გადებულია მდ. მტკვარზე. აიგო 1908 წ. საერობო სახსრებით (125 ათ. მან.). ინჟინერი ა. გ. როტინოვი.
გორის ხიდი რკინაბეტონისაა, სამმალიანი (მალების სიგრ. 41-50 მ.), გენებეკის სისტემისა. ორივე ნაპირზე არქიტექტურულად მოწესრიგებული სანაპირო იყო. ხიდის თავში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, განათების პილონებზე დამაგრებულია ლითონის სხმული სამშენ. სამახსოვრო დაფები (დაზიანებულია) რუსული წარწერით.