გომართის წმინდა გიორგის ეკლესია (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომართის წმ. გიორგის ეკლესია (გვიანდელი შუა საუკუნეები), დგას სოფელ ბაკურციხის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია) სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ-ზე, სასაფლაოზე. XX ს. 90-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა, შიგნიდან და გარედან შელესეს და ღარისებრი კრამიტით გადახურეს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,6 მ), უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გადახურულია შეისრული თაღით, რომელიც გარედან კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული.

აღმოსავლეთ კედლში გაჭრილია სწორკუთხა, გარეთკენ დავიწროებული სარკმელი, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სწორკუთხა ტრაპეზი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ორ-ორი პატარა სწორკუთხა ნიშია, შუა ნაწილში კი თითო სწორკუთხა სარკმელი, რომელთა ქვედა ნახევარი შეკეთების დროს ამოუშენებიათ. შიგნით ეკლესია შეისრული კამარითაა გადახურული.

თ. მარკოზაშვილი



ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები