გოგსაძე ზაალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაალ გოგსაძე

ზაალ გოგსაძე − (Zaal Gogsadze), ქართველი დიპლომატი, 2004-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოს რესპუბლიკაში, 2013-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2018-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში – აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში.

დაიბადა 21 ნოემბერი, 1954 წელი, ქ. ჭიათურა, საქართველო.

განათლება:
1973-1979 − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი;
1979-1983 −თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

სამუშაო გამოცდილება:
1990-1993 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი;
1993-1994 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1994-1999 − გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, ნიუ-იორკი;
1999-2001 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი;
2001-2002 − ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის სამოქალაქო ოფიცერი, ბანია-ლუკა;
2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

განსაკუთრებული მიღწევები:
2000 − გაეროს ათასწლეულის სამიტის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით მონაწილეობა;
1999 − ეუთოს სტამბოლის სამიტის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით მონაწილეობა;
1992 − ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის ჰელსინკის სამიტის (ჰელსინკი 2) მომზადებასა და მუშაობაში მონაწილეობა.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს (თავისუფლად), იტალიურ ენას (საკომუნიკაციო დონეზე).

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (2000)

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები