გოგიტიძე ანზორ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანზორ გოგიტიძე – დაიბადა 1952 წლის 5 აგვისტოს შუახევის რაიონის სოფელ გოგინაურში.
განათლება – ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- პედაგოგიური საქმიანობა (1972-73);
- პარტიულ და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობები (1973-91);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1995-96);
- უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1996-98);
- საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1998-99);
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, შუახევის №82 საარჩევნო ოლქი, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე.
ვახტანგ გორგასალის და ღირსების ორდენების კავალერი.