გოგირდიანი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგირდიანი ბეტონიკომპოზიტური მასალა, რომელშიც შემვსებად გამოყენებულია ჩვეულებრივი გოგირდით შეკრული ქვის ნატეხები. გოგირდის შემკვრელის, ანუ მატრიცის, მოდიფიცირებას ახდენენ პლასტიფიკატორით. გოგირდიანი ბეტონი სწრაფად მაგრდება, აქვს კარგი სიმტკიცე, ამიტომ იგი გამოიყენება მინერალური მჟავების ავზებისათვის, სამრეწველო შენობის იატაკებისათვის, მილებისათვის (მათ შორის კანალიზაციის), ხიდის ფენილის სარემონტო სამუშაოებისათვის და ა.შ. ის არასაკმარისად მდგრადია წყლიან გარემოში, ციკლური გაყინვა-გალღობის დროს. წვადი მასალაა – ჟანგბადთან ყოფნისას იწვის და გოგირდის დიოქსიდად გარდაიქმნება. ახასიათებს გაზრდილი ცოცვადობა (ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ცემენტიან ბეტონებს). ყველაფერი ეს ხელს უშლის გოგორდიანი ბეტონის გამოყენებას საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო შენობებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები