გოგელია არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არჩილ გოგელია – დაიბადა 1941 წლის 10 დეკემბერს ხონში. — საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი; მრავალი პუბლიცისტური წერილისა და წიგნების ავტორი.
განათლება – საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1961).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას (1964-1999).
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- ინფორმაციის მინისტრი, ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე (1992-99);
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003); მაჟორიტარი, №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე.