გლონისთავისძე ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ გლონისთავისძე - 1177-1184, 1185/6-1204 წწ. წწ. ანტონ გლონისთავისძეს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა ეკავა გიორგი III-ის მეფობის ბოლო წლებში.

იგი მოხსენიებულია აღარწინის 1184 წლის წარწერაში გიორგი III-სთან და სარგის ამირასთან ერთად. შ. მესხიას დაკვირვებით, ანტონ გლონისთავისძე „უგვაროთა“ იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელიც გიორგი III-მ ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ დააწინაურა. სწორედ ამიტომ გიორგის გარდაცვალების უმალ დიდგვაროვანთა ზეწოლით მან დაკარგა თანამდებობა. მის გადაყენებაში დიდი დამსახურება უნდა მიუძღოდეს მიქაელ კათალიკოსს, რომელმაც თამარის ტახტზე ასვლისას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლობა სხვა კათედრებთან ერთად (სამთავისი, აწყვერი) „მოივერაგა“. ანტონ გლონისთავისძის გადაყენება, შესაძლოა, კავშირში იყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დიდებულთა ურთიერთქიშპთან სამეფო კარზე პირველი პოზიციების მოსაპოვებლად. თამარმა მეორედ კურთხევის შემდეგ გამოიხმო იგი გარეჯიდან და აღადგინაა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლდ და ვაზირად. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლობასთან ერთად მას მისცეს სამთავისი და კისისხევი. ანტონი ვაზირად იხსენიება თამარის დედის გარდაცვალების ეპიზოდში ამირსპასალარ ყუბასართან ერთად. 1194/1195 წ. თამარის შიომღვიმისათვს ბოძებულ სიგელში იგი „ქრისტეს სწორის“ ეპითეტით მოიხსენიება. სიგელში ნათქვამია, რომ ანტონმა გამოიყვანა სხალტბიდან რუ შიომღვიმის მონასტრისათვის, რომლის „მკაზმავად“ თამარმა მონასტერს გლეხები შესწირა. თამარის ბრძანებით, ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლს გაუცია შამქორში ლაშქრობის ბრძანება. ბრძოლაში თავად ახლდა ქართველთა ჯარს, მაგრამ „რიდობით მონაზონობისათა არა იჴადა მახვილი და მისრულმან ორითა ყმითა, შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი“. 1204 წ-ის შემდეგ ანტონის სახელი ქრება წყაროებიდან და 1205-1207 წწ-ში ამ თანამდებობაზე უნდა ყოფილიყო თევდორე.



წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 25, 32, 72;
  • ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: 122-123, 1250126;
  • ქისკ 1984: 101-102;
  • მესხია 1979: 40, 64, 78, 80, 85;
  • ბერძენიშვილი 1966: 13.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები