გლოლის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლოლის წმინდა გიორგი – ზემო რაჭაში, სოფელ გლოლაში, სამღერელას მთაზე მუხის ხისგან ნაგები წმიდა გიორგის ეკლესია მდგარა. სალოცავად მოსული ხალხი თითო პურის მარცვალს მოიტანდა და ეკლესიის თვალში ჩაყრიდა. თვალი აივსებოდა, მარცვალს დაფქვავდნენ, პურს გამოაცხობდნენ, არაყს გამოხდიდნენ და სოფელი საერთო ლხინს იხდიდა.

თქმულებით ერთ ქვრივ დედაკაცს ბაწრით ცხვარი მიჰყავდა სალოცავში. სალოცავს რომ მიახლოებია, უცებ წმიდა გიორგის ხატი საიდანღაც მოფრენილა და იქვე, მის ახლომახლო, დაფრენილა. ქალი მისულა ხატთან ხელში ასაღებად, მაგრამ ხატი ისევ აფრენილა და მოშორებით დამდგარა. ქალი კიდევ მიახლოებია ხატს. ახლა ხატი შორს გაფრენილა, გადაუვლია მთები და დვალეთში, სოფელ წერაქის გამოქვაბულში შეფრენილა. მერე მკითხავის პირით გაუხედნელი მოზვრები დაუბარებია, უთქვამს მათთვის: გლოლაში სამღერელას მთაზე მუხის ხით ნაგები ეკლესიაა და აქ მომიტანეთო. მოზვრები ჩაბმიან სალოცავს და ერთ ადგილზე, მაღალი მთის მყინვარზე მოუტანიათ. ეკლესია ხელახლა აუწყვიათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი ფიცარი დავიწყებიათ.

წმიდა გიორგის ხატი და სალოცავი მას შემდეგ ამ სოფელშიაო, ერთი ფიცარი კი დღესაც აკლიაო.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები