გირჩა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gircha soko.PNG

გირჩა სოკო (ლათ. Strobilomyces floccopus (Fr.) Karst. რუს. Шишкогриб хлоьеножковый)


ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა; ხორცოვანი, ჯერ მრგვლად ამობურცული; შემდეგ – ბრტყელი, მოშავო-ყავისფერი ან მონაცრისფროა. ზედაპირი დაფარულია კრამიტისებურად განწყობილი; კონუსისებური მსხვილი ქერცლებით, გირჩის ზედაპირს მოგვაგონებს ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია კუთხიან-ნასვრეტებიანი ფორების შრე, რომელიც ჯერ თეთრია, შემდეგ კი – ნაცრისფერი. ფეხი – 10-15 სმ სიგრძისა და 1-1,5 სმ სისქისაა, ცილინდრული; ხშირად მეტ-ნაკლებად მოგრეხილია, შავი ან ნაცრისფერია. ფეხზე განვითარებული აქვს საყელო, მის ქვევით ფეხის ზედაპირი დაფარულია ფიფქისებრი ქერცლებით.

რბილობი ჯერ თეთრია, შემდეგ წითლდება და ბოლოს შავდება.

სპორები – ელიფსისებურია ან სფეროსებური, ხორკლიანი ზედაპირით, მოწითალო–შავი ან მუქყავისფერი, გაუმჭვირვალე, 9-12X8-10 მკმ.

იზრდება ერთეულებად ნიადაგზე, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. ითვლება საჭმელად. ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები