გიორგი V (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი V – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. XIV ს. 80-90-იან წწ.). ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის თანამედროვე. პატრიარქობა მოუხდა თემურლენგის შემოსევების უმძიმეს პერიოდში, როდესაც დამპყრობლებმა „მოვლეს სრულიად ქართლი, მოაოხრეს და სრულიად დაწვეს ყოველნივე შენობანი, და უფროისღა წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი, დააქ- ცინეს და დაწვეს ცეცხლითა“. გიორგი V 1393 წ. ამტკიცებს გიორგი მეფის მცხეთისადმი შეწირულების სიგელს. ამავე სიგელში გიორგი VII სთხოვს პატრიარქს „უნაკლო აღაპის გარდახდას“. 1398 წ. ვინმე სუნღულისძე სთხოვს აღაპის გადახდას ქრისტეშობის დღეს. 1399 წ. ერთ-ერთ საბუთში მოიხსენიება უკვე კათოლიკოსი ელიოზი.

ზ. აბაშიძე


წყაროები და ლიტერატურა

  • ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ.,1897.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები