გილიგაშვილი როლანდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როლანდ გილიგაშვილი – დაიბადა 1952 წლის 18 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1969-1974).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაში მაღალ თანამდებობებზე (1974-96);
- რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე (1996-97);
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე (1997-99).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2001): მაჟორიტარი, №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
- იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2001-2003).