გიზეკინგი ვალტერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვალტერ გიზეკინგი - Walter Gieseking (5. XI. 1895, ლიონი, – 26. X. 1956, ლონდონი), გერმანელი პიანისტი, პედაგოგი, კომპოზიტორი. 1947-იდან საარბრიუკენის კონსერვატორიის პროფესორი. XX-ს. ერთ-ერთი გამოჩენილი პიანისტი-ვირტუოზი. სახელი გაითქვა როგორც ვ. ა. მოცარტის (და იმპრესიონისტი კომპოზიტორების ნაწარმოების შემსრულებელმა. კ. ლაიმერთან ერთად შეიმუშავა პიანისტის ტექნიკური სრულყოფის მეთოდი.