გიგა და გიორგი (ბალადა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„გიგა და გიორგი“ – ხალხური ბალადა. ასახას მწყემსთა ბრძოლას თავდამსხმელების წინააღმდეგ. გიგა და გიორგი ძმები იყვნენ ფლობდნენ საკუთარ ფარებს და შირაქში აძოვებდნენ. წარმოშობით თუშები უნდა ყოფილიყვნენ. ბალადა პატრიოტული ნაწარმოებია და პოეტური შემოქმედების შედევრს წარმოადგენს. გიგა და გიორგი პირველნი შეებრძოლებიან მოძალადეებს და გმირულად იღუპებიან.

როდის უნდა იყოს შექმნილი ეს ბალადა? დავით ბატონიშვილი ამბობს: „კვალად შეკრბენ ჭარელნი, მოვიდნენ და წარიღეს ივრით ცხვარი თუშთა ვიდრე ოცდა ათი ათასამდე“. ჩვენი ბალადა ამ ფაქტის გამოძახილი უნდა იყოს. მართლაც, ბალადის მიხედვით ჭარ-ბელაქნელების გატაცებული ცხვრის რიცხვი, დახოცილ მწყემსთა რაოდენობა, მოძალადეებთან თუშების ბრძოლის ხასიათი დიდი მასშტაბითაა მოცემული. ეს არა ჰგავს ლეკთა ჩვეულებრივ „განავარდებას.. იგი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტად წარმოგვიდგება და თითქმის ემთხვევა ზემოაღნიშნულ ცნობას. საფიქრებელიას რომ „გიგა და გიორგის“ 1802 წელს მომხდარი ფაქტი უდევს საფუძვლად. ლექსი იმავე წელს უნდა იყოს შექმნილი უძველესი ჩანაწერი 1875 წლითაა დათარიღებული.

„გიგა და გიორგის“ ახასიათებს მძაფრი, უკიდურესობამდე მისული დრამატიზმი. ბალადა ლექსად შეთხზულ მცირე ფორმის ტრაგედიას ჰგავს. ალაგ-ალაგ გამართულია მეტად ლაკონიური, მოსხლეტილი დიალოგებით, რაც ლექსის რიტმს აჩქარებს და მოქმედებას ცოცხლად წარმოგვიდგენს მასში შესულია უძველესი რწმენის გადანაშთი საიქიო ცხოვრებაზე.

ნ. შამანაძე



ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, 1934, გვ. 341;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, წიგნი I, 1959, გვ. 23;
  • ქს. სიხარულიძე, ქართველი სახალხო გმირები, 1952, გვ. 19;
  • მასალები საქართველოს ისტორიისათვის, შეკრებილი ბატონიშვილის დავით გიორგის ძისა და მისი ძმისა 1905, გვ. 63;
  • ნ. შამანაძე, ერთი ქართული ხალხური ბალადა, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964, გვ. 1

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები