გიგაური რამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამაზ გიგაური

გიგაური რამაზ – (1976), ასტროლოგი, მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში. 1999-2000 წლებში იყო თბილისის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებსა და ჟურნალებში. 2012 წელს პირველი პოეტური კრებული „ლურჯი რვეული“ გამოსცა. 2014 წელს გამოვიდა მისი რიგით მეორე წიგნი „წარმატების 365 გასაღები“. წიგნი ე.წ. „სელფ-ჰელფის“ (თვითგანვითარების) ჟანრს მიეკუთვნება. 2015 წელს გამოიცა რამაზ გიგაურის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „ჩემი ინდური სასწაული“. წიგნი 2013 წელს ავტორის ინდოეთში მოგზაურობას ეხება.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები