გიგაური გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი გიგაური

გიგაური გიორგი – (1928 – 2011), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ბლოში (დუშეთი, ხევსურეთი); 1950-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა თიანეთში. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951 წელს, პირველი წიგნი – „მთების სიმღერა” გამოვიდა – 1957 წელს, სულ გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების 24 კრებული, რომელთაგან აღსანიშნავია: „ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები“ (1961), „ბალადა შვიდი ხევსურისა“ (1965), „სიცოცხლე გრძელდება“ (1969), „აღსარება“ (1974), „იმედის ბილიკი“ (1976), „გზაგასაყართან“ (1980), „ხევსურეთ რა ამბავია?“ (1985) და სხვა. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებდა ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება.


მონატრება
მე აღარ ვლაღობ მთებში მთებურად,
ჩამომაშორეს მხარეს მთებიანს,
ამაღლება დღეს დავბადებულვარ
და დაბლა დგომა დამბედებია.
მომნატრებია ქარაფთა მზვარე,
კბილით მიჭირავს სული დაღლილი
ერთხანს ჩემივე საფლავი ვთხარე
და ჩავყმუოდი ქვესკნელს ძაღლივით!.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები