გზის საფარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გზის საფარი

გზის საფარიგზის სამოსის ზედა ფენა, რომელიც უშუალოდ იღებს საანგარიშო დატვირთვებს და განიცდის ატმოსფერული ფაქტორების პირდაპირ ზემოქმედებას. შესაძლებელია იყოს ერთ-. ორ- და სამფენიანი. საფარის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია გზაზე მოძრაობის ინტენსიურობასა და გზის კატეგორიაზე. საფარის მასალად გამოიყენება: ასფალტი, ბეტონი, ასფალტბეტონი და პორტლანდცემენტი. გზის საფარზე წყლის გუბეები რომ არ დადგეს, აუცილებელია გზას ორივე მხარეს ჰქონდეს სადრენაჟო დახრა არა ნაკლები 4%-ისა. გზის საფარის მოსალოდნელი დეფექტებია: ერთეული, ცალკეული, იშვიათი ან ხშირი ბზარები, ბზარების ბადე, მანქანის საბურავის ნაკვალევი, გზის დაჯდომა, ზედაპირის ტალღოვნობა, ნაჯაო (ამონატეხი), ამობურცვა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები