გზისობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გზისობაზმნის კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენგზის არის მომხდარი მოქმედება – ერთგზის თუ მრავალგზის. ერთგზის ფორმა ერთხელ მომხდარ მოქმედებას გამოხატავს, მრავალგზისი მრავალჯერ განმეორებულს.

გზისობის კატეგორია შესაძლებელია გამოიხატოს მხოლოდ წარსულში. ერთგზისობისათვის გამოიყენება წყვეტილის ფორმები. მრავალგზისობის გამოსახატავად ძველ ქართულში ზმნას საკუთარი ფორმა მოეპოვებოდა, რომელიც ქიზიყურსა და მთის ზოგიერთ დიალექტშია დაცული: შევიდის (შდრ. შევიდა). ქართული ენის დიალექტთა უმრავლესობასა და სალიტერატურო ქართულში ეს ფორმები დაიკარგა. მათი გამოხატვა დაეკისრა უწყვეტელსა და მისგან ნაწარმოებ ე. წ. ხოლმეობითის მწკრივს.

მრავალგზისი ფორმა ნაწილაკ „ხოლმეს“ გაგებას შეიცავს. „ხოლმე“ შეიძლება დაერთოს ზმნის ფორმასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში აღწერითი ფორმები გზისობის მორფოლოგიურ კატეგორიას უკვე არ გამომხატავს (ლ. კვაჭაძე). მრავალგზისი ფორმები ისეთ მოქმედებასაც გადმოსცემენ, რომლებიც ჩვეულებად არის ქცეული, ასეთ ფორმებს ჩვეულებითსაც უწოდებენ. ამგვარმა ფორმებმა შეიძლება დაკარგონ დროის კატეგორია.

ნ. ლოლაძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1973, 1980);
  • კვაჭაძე ლ. ქართული ენა, ნაწ. I. თბ., 1981.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები