გველვაჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გველვაჟი – ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი. ჩვეულებრივ, გველვაჟი დიდი ხნის უშვილო ცოლ-ქმარს, მეფე-დედოფალს უჩნდება ნატვრის შედეგად. „ნეტავ შვილი მყოლოდა, თუგინდ გველის წიწილი ყოფილიყოო“. გველვაჟი ადამიანის ხორცით იკვებება ჯადოსანი ქომაგის მიერ დარიგებული ქალიშვილი ეურჩება მას, გაჯავრებულ გველს სიბრაზით კანი გაუსკდება და გამოჩნდება მშვენიერი ჭაბუკი. ეს სახე „ავესტის აჯაჰაკს“ მოგვაგონებს. იგი აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული ზღაპრებში შეუფერებელი სამოსითა თუ ფორმით დაბადებული ვაჟის სახით, რომელიც მოგვიანებით ტოვებს ნიღაბს.

ე. ვირსალაძე



ლიტერატურა

  • რჩეული ქართული ზღაპრები, ე. ვირსალაძის რედაქციით, ტ. I, გვ. 129;
  • „ხოკერა-გოგრის ზღაპარი“, ტ. 11, გვ. 96;
  • „გველჭაბუკი და მზეჭაბუკი“.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები