გვანცელაძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ გვანცელაძე – დაიბადა 1951 წლის 27 სექტემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში. — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1974); ასპირანტურა (1974-78).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა (1974-2010);
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).