გერგეტის ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერგეტის ოხარეშის წმ. გიორგის ეკლესია – (გვიანი შუა საუკუნეები), (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია)]. ეკლესია დგას სოფელ გერგეტის დასავლეთით, ტყეში.

ეკლესია გეგმით მოგრძო ოთხკუთხედის ფორმისაა. ნაგებია მოზრდილი ქვებით, შიგადაშიგ გამოყენებულია ფიქალი. აღმოსავლეთი კედელი შელესილია კირით. დაზიანებულია – ჩაქცეულია სახურავი და კედლების დიდი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ერთი ვიწრო კარი სამხრეთ კედელშიც იყო გაჭრილი (ამჟ. ამოშენებულია). გადახურულია ქვით, რომელზეც წრეში ჩასმული ჯვარია გამოსახული. ეკლესიის შიგნით, აღმოსავლეთი კედლის მთელ სიგრძეზე მოწყობილია თარო. იგი წყობიდან გამოშვერილი ფიქლის ორი რიგით არის გამოყვანილი და სასანთლედ იყენებდნენ. სამხრეთ და აღმოსავლეტ კედლებში თითო პატარა ნიშია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული.


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.

წყარო

‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები